პრინცი უილიამი ლგბტ ჟურნალის გარეკანზე გამოჩნდება

საქართველო, თბილისი - 14:48 | 15.06.2016
ნანახია: 1500

პრინცი უილიამი პოპულარული ბრიტანული ლგბტ ჟურნალისთვის ფოტოსესიაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ მან გამოცემის წარმომადგენელს აშშ-ს საელჩოში განუცხადა, სადაც ის მეუღლესთან ერთად ორლანდოს ღამის კლუბშ მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმრის გამოსაცხადებლად იმყოფებოდა.

ჟურნალის ტირაჟი 60-ათასს შეადგენს, მის გარეკანზე დევიდ ბექჰემის, ბრედ პიტის, მადონას, ჯორჯ ქლუნის, დევიდ კემერონის, დენიელ რედკლიფის, ჰიტ ლეჯერის, საშა ბარონ კოენის, ტონი ბლერისა და სხვა ცნობილი ადამიანების ფოტოები არაერთხელ გამოქვეყნებულა. ჟურნალი Attitude დიდ  ბრიტანეთში 1994 წლიდან გამოდის. ის ევროპაში ლგბტ თემის წარმომადგენლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

12 ივნისს ორლანდოს ღამის კლუბს წარმოშობით ავღანელი ომარ მატინი თავს დაესხა. შეიარაღებულ თავდასხმას 49 ადამიანი ემსხვერპლა და 53 დაიჭრა. დამნაშავის ლიკვიდაცია ადგილზე მოხდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ”ისლამურმა სახელმწიფომ” აიიღო.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე