მანუჩარ მაჩაიძემ „პატრიოტთა ალიანსი“ დიანა ჯოჯუას ქმრის გამო დატოვა

საქართველო, თბილისი - 13:55 | 15.06.2016
ნანახია: 9735

მანუჩარ მაჩაიძემ  "პატრიოტთა ალიანსი" დატოვა, - ამის შესახებ მანუჩარ მაჩაიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საკრებულოში მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.
„პატრიოტთა ალიანსის“ დატოვების გადაწყვეტილება ორი დღის წინ სხვადასხვა მიზეზების გამო მივიღე. არჩევნების დროს ყველა პარტიაში არის აზრთა სხვადასხვაობა. უთანხმოება საარჩევნო სიებთან დაკავშირებით მქონდა. ჩემთვის მიუღებელია, „პარტიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიაში იყოს „რუსთავი 2“-ის ტელეწამყვანის, დიანა ჯოჯუას მეუღლე ნიკოლოზ რამიშვილი. მის კანდიდატურას პარტიის პოლიტსაბჭომ მხარი დაუჭირა, მე ამის წინააღმდეგი წავედი, სწორედ ეს გახდა მიზეზი „პატრიოტთა ალიანსის“ დატოვების“, - განაცხადა მანუჩარ მაჩაიძემ.
მისივე თქმით, ნიკოლოზ რამიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ და ვანო მერაბიშვილის მეგობარია.
„ასეთ ხალხთან ერთად პარტიაში ვერ ვიქნები“, - განაცხადა მაჩაიძემ

2030.news





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე