"გთხოვთ გამიგოთ, ვიწვი სირცხვილითა და უხერხულობით" - გია მაისაშვილი

საქართველო, თბილისი - 13:18 | 15.06.2016
ნანახია: 2134

გია მაისაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს და ყველა თავის მეგობარს, გულშემატკივარს მადლობა უხდის გაწეული სითბოსთვის და სიყვარულისთვის.

"გთხოვთ გამიგოთ რომ ვიწვი სირცხვილითა და უხერხულობით. ეს სიცოცხლე ღირებულა თქვენი უზომო სიყვარულისთვის. როგორც კი ფეხზე დავდგები განახებთ როგორ უნდა ამ დიდი სიყვარულის უკან დაბრუნება. როგორ შეიძლება ჩვენს ქვეყანასუჭირდეს მაშინ როცა ამხელა სიყვაულის და სიკეთის პოტენციაა. ჩვენ ამ პოტენციას რეალობად ვაქცევთ. მადლობა სიყვარულისთვის. ასმაგად გიბრუნებთ უკან. სადაც სიყვარულია იქ სიძნელეები გამორიცხულია. თუნდაც უბრალო ურთიერთობას დააკვირდით თუ ეს გენიალური ფორმულა არ მუშაობდეს", - წერს გია მაისაშვილი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე