15,16,17 ივნისს სპექტაკლის „დონ კიხოტი“ (მისტერია თოჯინებისათვის) პრემიერა გაიმართება

საქართველო, თბილისი - 13:01 | 15.06.2016
ნანახია: 1721

15,16,17 ივნისს, 20:00 სთ  მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი და შემოქმედებითი ლაბორატორია „არტლაბი“, წარმოგიდგენთ სპექტაკლის  „დონ კიხოტი“ (მისტერია თოჯინებისათვის) პრემიერას.  სპექტაკლი განხორციელდა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.

მიგელ დე სერვანტეს საავედრა „დონ კიხოტი “                                                                                               

(მისტერია თოჯინებისათვის)
რეჟისორი და მუსიკის ავტორი – გიორგი აფხაზავა
მხატვარი – ნინო კიტია
განათება და მულტიმედია – გიორგი წყაროველი
თოჯინების ოსტატები – ირინე ყველიაშვილი, მიხეილ ჩინჩალაძე, ნადეჟდა აფხაზავა
ანიმატორები:
გიორგი ხარაიშვილი, არჩილ კაპანაძე, ნატალია მოლაშვილი, ანასტასია ურიდია, ანანო დოლიძე, მერიბეროშვილი, ნატა ბიჭიკაშვილი, თამთა ჩუმაშვილი
როლებს ახმოვანებენ : მარი კიტია, ელდარ ფუთკარაძე, გიორგი იარაჯული
რეჟისორის ხედვა: 

„...ეს სიმართლე, ჩემს სიგიჟეზე უფრო დამღუპველია... „
„...ბევრის შეშლილი ვგონივარ, და ამის დასტურია ჩვენის თავგადასავლებზე თხრობილი ამბებია, მაგრამ ღირს კი არა ამაზე ფიქრი, როდესაც სამყაროს ისე, როგორც არასდროს ჭირდება მოხეტიალე რაინდები!...“
„...ადამიანი უნდა იბრძოდეს, ადამიანს უნდა სწამდეს, ადამიანი არ უნდა ეგუებოდეს და ღებულობდეს ცხოვრებას ისეთად, როგორიცაა!..“
ეს მხოლოდ ამონარიდებია მისტერიიდან ტოჯინებისათვის. სიტყვებით ახსნა ან მცდელობა გააგებინო სათქმელი, რომელსაც ეს პერსონაჟი ატარებს კი შეუძლებელია. ეს ნაწარმოები ბევრად უფრო მეტ კითხვას ბადებს, ვიდრე პასუხს, დონ კიხოტ ლამანჩელი - მწუხარე სახის რაინდი - ადამიანი თუ დამძიმებულ სხეულში დამწყვდეული მისტიური ენერგიის გროვა, გიჟი, თუ სალოსი?..

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე