„მაგთიკომისთვის“ „კავკასუს ონლაინის“ აქტივების გადაცემის პროცესი 1-ელი აგვისტოდან დაიწყება

საქართველო, თბილისი - 10:16 | 15.06.2016
ნანახია: 1180

„მაგთიკომისთვის“ „კავკასუს ონლაინის“ აქტივების გადაცემის პროცესი 1-ელი აგვისტოდან დაიწყება. კომპანია „მაგთიკომის“ ინფორმაციით, სრული საკომუნიკაციო სერვისის შესათავაზებლად, „მაგთიკომმა“ ინტეგრაციის პროცესისთვის მზადება დაიწყო.

„კავკასუს ონლაინის“ კორპორაციული და საცალო მომსახურებისთვის საჭირო საოპერაციო აქტივების „მაგთიკომისთვის“ გადაცემის პროცესი, სავარაუდოდ, 2016 წლის 1 აგვისტოს დაიწყება, რამდენიმე თვე გაგრძელდება და მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. ინტეგრაციის პროცესში მომხმარებლებს შეუფერხებლად, უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებათ ყველა მომსახურება. ინტეგრაციის დასრულების შემდეგ კი მომხმარებლები მათ საჭიროებებზე და მოთხოვნებზე მორგებულ, მრავალფეროვან და ინოვაციურ პროდუქტებს მიიღებენ“, აცხადებენ კომპანიაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე