პროკურატურის ინფორმაციით, მაგდა პაპიძემ მოკლული მეუღლის და შვილის ტანსაცმელი იატაკიდან სისხლის მოსაწმენდად გამოიყენა

საქართველო, თბილისი - 16:50 | 14.06.2016
ნანახია: 2006

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის პროცესზე სისხლიანი ნივთმტკიცებები წარმოადგინეს.

პროცესზე აღინიშნა, რომ ომარ ქაფიაშვილის ფეხსაცმელი ავტომანქანაში პოლიეთილენის პარკში ჩალაგებული აღმოაჩინეს, ცხედარს კი ფეხსაცმელები არ ეცვა. პაპიძის მიერ ურნაში გადაყრილ სისხლიან ნივთებს შორის აღმოჩნდა მეუღლისა და შვილის ტანსაცმელი, რომელიც პროკურორის განცხადებით, სისხლიანი იატაკის მოსაწმენდად იყო გამოყენებული. მისივე ინფორმაციით, ნაგავში გადაყრილი იყო დივნიდან აჭრილი სისხლიანი ნაჭრები, ასევე დივნის სათავსოში ჭურჭლის მოსათავსებელი სისხლიანი ყუთები. ნაჩვენები იყო ოთახის ჩუსტები, რომელიც თორნიკე ქაფიაშვილს ეცვა. პროკურატურამ ნივთები დარეჯან მინდიკაურს აჩვენა, რომელმაც დაადასტურა, რომ მისთვის ყველა ეს ნივთი ნაცნობი იყო.

დღევანდელ პროცესზე დაიკითხა დარეჯან მინდიკაური, რომელმაც მისი შვილისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობას მოითხოვს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე