სებ-ი არ გამორიცხავს ონლაინ-სესხებზე რეგულირება, სექტორთან შეუთანხმებლად შემოიღოს

საქართველო, თბილისი - 15:27 | 14.06.2016
ნანახია: 1304

ონლაინ-სესხების ბაზარი ისე უნდა დავარეგულიროთ, რომ ბაზარიც არ „მოვკლათ“ და ამ ტიპის მსესხებლების ინტერესებიც იყოს გათვალისწინებული- აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

საბანკო სექტორის წინააღმდეგობის მიუხედავად, მარეგულირებელი არ გამორიცხავს, სექტორთან შეუთანხმებლად, ონლაინ-სესხების რეგულირების ნორმების შემუშავებას.

კობა გვენეტაძე ამბობს, რომ სულაც არ არის საჭირო ბაზრის მონაწილეებთან ყველა პუნქტი იყოს შეთანხმებული. 

მისი თქმით, სებ-ი უკვე სწავლობს სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკას, რომლის გათვალისწინებით, მაქსიმალურად საქართველოს რეალობაზე მორგებული წესების შემოღება მოხდება.

როგორც იცით,  პრობლემური მსესხებლების  გამრავლების და  ახალგაზრდების  ჩართულობის გამო, მაღალპროცენტიანი სესხების კომპანიების რეგულაციაზე ფიქრობენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე