„ომარი გეი იყო“ - ადამიანი, რომელმაც 49 ადამიანი მოკლა

საქართველო, თბილისი - 15:19 | 14.06.2016
ნანახია: 2930

ორლანდოს ღამის კლუბში 49 ადამინის მკვლელი  ომარ მატინი, სავარაუდოდ, თავადაც გეი იყო. როგორც მისი ყოფილი ცოლი და კლასელი პოლიციის აკადემიიდან აცხადებენ, მათი აზრით, ომარი გეი იყო, - წერს Daily Mail.

დგინდება, რომ იგი ღამის კლუბს ხშირად სტუმრობდა და იყენებდა პარტნიორის საძიებო გეი-აპლიკაციას  Jack'd.

მატინისყოფილი ცოლის თქმით, ომარს გეი მიდრეკილებები ჰქონდა და მამამისს ხშირად დაუძახია მისთვის გეი.

ყოფილ ცოლს არ სჯერა, რომ თავდასხმის მიზეზი ისლამური იდეოლოგია გახდა.

როგორც მან FBI-ს განუცხადა, მატინი არასტაბილური ადამიანი იყო და არ სჯერა, რომ იგი ტერორისტული დაჯგუფების წევრი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ამის მტკიცებულებები უკვე გამოვლინდა და ISIS-მაც უკვე აიღო მომხდარზე პასუხისმგებლობა.

იუსუფის განცხადებით, FBI-მ მას სთხოვა, აღნიშნულის შესახებ ამერიკული მედიისთვის არ მოეთხრო, — იუწყება ბრაზილიური ტელეარხი SBT. 

ცოლი ომარს 2011 წელს გაეყარა, მას შემდეგ, რაც მან ძალადობა დაიწყო.

Palm Beach Post-ის ცნობით, ომარ მატინის ყოფილი კლასელი ბიჭი აცხადებს, რომ ამ უკანსსკნელმა მას ერთხელ სექს-შეხვედრა შესთავაზა.

მამაკაცი, რომელიც ვინაობას არ ამჟღავნებს, 2006 წელს მატინის კლასელი იყო, როცა ისინი Indian River Community College-ის პოლიციის აკადემიაში სწავლობდნენ.

კლასელის განცხადებით, იგი ხშირად რჩებოდა ომართან მარტო და ზოგჯერ ერთადაც დადიოდნენ გეი-კლუბებში.

მისივე თქმით, გეი-კლუბში მორიგი ვიზიტის დროს, ომარმა მას სექსი შესთავაზა, თუმცა მან ეს შეთავაზება უარყო.

კლასელის თქმით,  ომარი ჩაკეტილი გეი იყო. მას ყოველთვის სურდა პარტნიორი, თუმცა იგი არავის მოსწონდა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე