„ვცდილობ ჩავწვდე ნიკა გვარამიას კომენტარს ღრმად და არ გამომდის!“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი

საქართველო, თბილისი - 12:28 | 14.06.2016
ნანახია: 2198

„იქს ფაქტორი“-ს გუშინდელი ლაივშოუ განსაკუთრებით მძიმე იყო დათო ფორჩხიძისთვის, რადგან მას არჩევანი ნინა ყიფშიძესა და დათუნა ლაზარიშვილს შორის უნდა გაეკეთებინა.

მეგა შოუ ნინა სუბლატის გუნდის წევრმა დატოვა, ხოლო ჟიურის გადაწყვეტილებით დათუნა პროექტში დარჩა და ის შემდეგ ტურში გადავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ დათუნა ლაზარიშვილმა თავისი ნამღერით, კვლავ გააოცა ქართველი მსმენელი, ჟიურის ერთ-ერთი მენტორის, ნიკა გვარამიას შენიშვნას და კრიტიკას მაინც ვერ აცდა.  

ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დაუტოვებია, მომღერლის დედას, კომპოზიტორ მაიკო კაჭკაჭიშვილს და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

„ამდენი ხანი ანალიზს ვუკეთებ ნიკა გვარამიას კომენტარს და ვერცერთი მხრიდან ვერ მივუდექი რომ სწორად გავიგო :) მულტ-ფილმის "საუნდ ტრეკზე" მეტი რა უნდა გაეკეთებინა? მითხარით? :))) ერთ ფრაზას ისეთი კუდი გაუკეთა რომ ნებისმიერ კონკურსს ის ერთი ფრაზა მირჩევნია! საყვედურს არ გამოვხატავ უბრალოდ ვცდილობ ჩავწვდე კომენტარს ღრმად და არ გამომდის !!! შვილზე არ ვლაპარაკობ ვლაპარაკობ მუსიკოსზე რომელიც ჯილდოდ მერგო ( არა მარტო მე, თქვენც) და ალბათ დამსახურებულად....

რომ გამოაცხადეს და აუთსაიდერად დადგა როგორ ჩაიცინა შეხედეთ? :)) აი მაგ ღიმილით მივხვდი რომ თურმე იცის თავისი შესაძლებლობების შესახებ :) ამ ღიმილმა წინ გამახედა და კარგი რაღაცეები დამანახა :)) (აქამდე მეგონა გონზე არ იყო რა შეეძლო) ხო და გამიხარდა მე ეგ, ესეიგი აქვს ჯანმრთელი ამბიცია.
Ps: ხალხი არ რეკავს ზოგადად ეგ კარგად ვიცი, რეკავს ნათესაობა და სამეგობრო, ან სპონსორი,ხო და არ ვართ ჩვენ განებივრებულები შეძლებული წრით...თორემ
ერთი ქუჩაში გასვლით რამდენი ადამიანიც დათუნას ეხუტება ერთხელაც რომ დაერეკათ მოწინავე ადგილზე იქებოდა, მგარამ ეგ იმდენად არ მაღელვებს, რაც მთავარია მე მიკმაყოფილებს მუსიკალურ ამბიციებს, და მთელი ცხოვრება რომ სცენაზე დგომას ვნატრობდი და წონის გამო უარი რომ ვთქვი, შეგრძნება მაქვს რომ ჩემს სათქმელსაც დათუნა იძახის”, - წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე