20 დაღუპული და 40-ზე მეტი დაშავებული - სისხლიანი ღამე ორლანდოში

საქართველო, თბილისი - 16:21 | 12.06.2016
ნანახია: 2027

ბოლო მონაცემებით, ორლანდოში შეიარაღებული მამაკაცის თავდასხმის შედეგად, დაიღუპა 20 და დაშავდა 42 ადამიანი.

ინციდენტის შედეგად თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

შეგახსენებთ, რომ ორლანდოში მდებარე გეი-კლუბ “პულსში” ავტომატითა და შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი ადგილობრივი დროით 02:00 საათზე გახსნა. 

ღამის კლუბზე განხორციელებულ თავდასხმამდე ორლანდოში 22 წლის ამერიკელი მომღერალი კრისტინა გრიმი მოკლეს. ახლაგაზრდა მუსიკოსი კონცერტის შემდეგ ავტოგრაფებს არიგებდა, როდესაც 26 წლის კევინ ჯეიმს ლოიბლმა მას ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის მოტივი უცნობია.

 

 

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე