სილამაზის ჭეშმარიტი სიმბოლო - რას წერს უცხოური მედია სოფი ლორენის თბილისში დაგეგმილ სტუმრობაზე

საქართველო, თბილისი - 14:20 | 12.06.2016
ნანახია: 1866

უცხოური მედია მსოფლიო კინოვარსკვლავის სოფი ლორენის თბილისში დაგეგმილი სტუმრობის შესახებ წერს, რომელიც 15 ივნისს, ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდ "ნატვრის ხის" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება.

როგორც იტალიური გამოცემა Aise წერს, ფონდ „ნატვრის ხის" მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო ღონისძიება მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის ბრწყინვალე საღამო იქნება, სიყვარულისა და სოლიდარობისთვის.

"საღამოს სტუმარი იტალიელი კინოვარსკვლავი, სახელგანთქმული მსახიობი და იტალიური სილამაზის ჭეშმარიტის სიმბოლო სოფია ლორენი გახლავთ, რომელიც სწორედ რომ „სიყვარულისათვის“ ჩამოდის, რათა მხარი დაუჭიროს დაავადებულ ბავშვებს, რომელსაც ნინო სურგულაძის ფონდი „ნატვრის ხე“ ეხმარება", - წერს გამოცემა.

თბილისში დაგეგმილ მსოფლიო პრემიერას, სოფი ლორენს, კარლო პონტის და ნინო სურგულაძეს კიდევ ერთმა იტალიურმა გამოცემა CHI-მ ვრცელი სტატია მიუძღვნა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ვარსკვლავები სხვადასხვა სფეროდან თბილისში ქველმოქმედებისთვის ერთიანდებიან. გამოცემა CHI იტალიის ყველაზე პოპულარული ჟურნალია, რომელიც ოთხმილიონიანი ტირაჟით გამოიცემა.

15 ივნისს, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მსოფლიო პრემიერა გაიმართება, რომელსაც საპატიო სტუმრის სტატუსით მსოფლიოს კინოვარსკვლავი სოფი ლორენი დაესწრება.
საქველმოქმედო სპექტაკლს საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრში მსოფლიოში აღიარებული რეჟისორი მარკო განდინი დადგამს, ქორეოგრაფიის ავტორი კი, ლა სკალაში მოღვაწე ჯანლუკა სკიავორია. პროექტის ავტორები ნინო სურგულაძე და კარლო პონტი არიან, რომელიც სპექტაკლს უდირიჟორებს.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოში პირველად ორი ნაწარმოები შესრულდება, ბალეტი და მონო ოპერა, ფრანცისკ პულენკის და ნინო როტას უნიკალური მუსიკა, რომელშიც მთავარ პარტიებს ნინო ანანიაშვილი და ნინო სურგულაძე შეასრულებენ.

15 ივნისის საქველმოქმედო საღამოდან შემოსულ თანხას ფონდი „ნატვრის ხე“ ბავშვების სიცოცხლის გადარჩენას მოახმარს.

ღონისძიების მუდმივი პარტნიორი კომპანია "სოკარია".





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე