ახალი iPhone, შესაძლოა, ლურჯ ფერში გამოვიდეს

საქართველო, თბილისი - 13:49 | 12.06.2016
ნანახია: 1630

 
Apple საკუთარი გაჯეტების დიზაინს საკმაოდ იშვიათად ცვლის, თუმცა კომპანია ცდილობს პროდუქციის ფერი შეცვალოს. iPhone 7-ს შესაძლოა ერთი ახალი ფერი დაემატოს, რაც ამ მოდელის სმარტფონის ექსკლუზივი იქნება და სხვა სმარტფონები ამ შეფერილობის არ გამოვა.
 
იაპონური გამოცემა Macotakara-ს ინფორმაციით ახალი iPhone ლურჯი ფერის იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, iPhone 7-ის დიზაინი წინა მოდელისგან ძალიან განსხვავებული არ იქნება. iPhone 7 სავარაუდოდ ამ შემოდგომაზე გამოვა და მისი მთავარი განსხვავება ორმაგი კამერა იქნება. ასევე მოსალოდნელია, რომ იგი აღჭურვილი იქნება თვალის სკანერით.



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე