მსოფლიოს წამყვანი ტელეკომპანების ეთერით საქართველოს საიმიჯო ვიდეო რგოლის ჩვენება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 15:19 | 09.10.2015
ნანახია: 1806

“Winter in Georgia” ამ სახელწოდებით მსოფლიოს წამყვანი ტელეკომპანების ეთერით საქართველოს საიმიჯო ვიდეო რგოლის ჩვენება დაიწყო.  კლიპის პრეზენტაცია სასტუმრო „Radisson Blu Iveria”-ში გაიმართა, სადაც  ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ზაფხულის სეზონის შემაჯამებელი ანგარიშს წარადგინა და ზამთრის სეზონის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას მოაწყო.

ზამთრის სეზონთან დაკავშირებით  საქართველოს შესახებ ინგლისურ და რუსულ ენებზე რეკლამა Euronews -ზე 1 ოქტომბრიდან  15 დეკემბრის ჩათვლით გადაიცემა,  CNN-ზე კი  5 დან 30 ოქტომბრის ჩათვლით.  

30 წამიანი საიმიჯო რგოლი CNN-ისა და Euronews-ის მრავალმილიონიან მაყურებლებს საქართველოს ზამთრის ტურისტულ პოტენციალს გააცნობს. ვიდეო რგოლი კომპანია „კორ პროდაქშენ“-მა ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაკვეთით მოამზადა.

Euronews-ს 392 მილიონიანი აუდიტორია ჰყავს, მაუწყებლობს 14 ენაზე 155 ქვეყანაში. CNN  მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში მაუწყებლობს. აშშ-ში 100 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კი დაახლოებით 300 მილიონი. 

პრეზენტაციაზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა 9 თვის სტატისტიკური მონაცემები შეაჯამა.  2015 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში საერთაშორისო მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ  4,491,039 შეადგინა, ზრდა კი  6.7%-ია.   ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,801,018 შეადგინა, რაც 1.6%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებ.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 7 თვის განმავლობაში

34 ქვეყნიდან ჩამოიყვანა 420 საერთაშორისო მედიის წარმომადგენელი;

• ჩატარდა 9 მარკეტინგული კამპანია მიზნობრივ ბაზრებზე;

• ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით საქართველოს საიმიჯო ვიდეო რგოლები გადაიცა CNN-სა და  Euronews-ით.

• ადმინისტრაცია მონაწილეობას იღებს 26 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში;

• მიმდინარეობს აქტიური მარკეტინგული კამპანია სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

.2015 წლის ზაფხულის მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიებისთვის

დაიხარჯა დაახლოებით 10 მილიონი ლარი,

სავარაუდო შემოსავალმა, რომელიც განპირობებული იყო წინა წლის

ანალოგიურ პერიოდთან ტურისტების რაოდენობის ნამატით

(მხოლოდ აპრილი - ივლისი პერიოდში) შეადგინა 96 634 009 ლარი!






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე