„ტაბულას“ სანქცია დაეკისრა

საქართველო, თბილისი - 17:39 | 21.09.2015
ნანახია: 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სარეკლამო დროის ლიმიტების დარღვევის გამო ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“ (ბრენდული სახელწოდება „ტაბულა“) წერილობით გააფრთხილა.

 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტი თანახმად, „მაუწყებლის არხზე, გარდა სპეციალიზებული სარეკლამო ან/და ტელეშოპინგის არხისა, კომერციული რეკლამა ან/და ტელეშოპინგი (Teleshoping Spot) სარეკლამო წყვეტებში ისე უნდა განთავსდეს, რომ მისი მოცულობა სამაუწყებლო საათში არ აღმატებოდეს 20%-ს“. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა ტელეკომპანია „ტაბულას„ მონიტორინგი 2015 წლის 21 ივნისიდან 3 ივლისიის ინტერვალში განახორციელა. მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ მაუწყებელს კანონით განსაზღვრული ერთ სამაუწყებლო საათში კომერციული რეკლამის დროის ლიმიტი (12 წუთი) ხშირ შემთხვევაში დარღვეული აქვს, რის გამოც წერილობით გაფრთხილდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე