საქართველოში MasterCard-ის მართვა კიევის ოფისიდან მოხდება

საქართველო, თბილისი - 15:00 | 09.10.2015
ნანახია: 1724

საერთაშორისო გადახდების სისტემა MasterCard-მა კომპანიის საქმიანობა საქართველოში, თურქმენეთში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში და უზბეკეთში თავისი კომპანიის საქმიანობა უკრაინის ოფისს დაუქვემდარა. აღნიშნულის შესახებ MasterCard-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„MasterCard-ის კიევის ოფისის მართვაში გადადის კომპანიის ბიზნესი საქართველოში, თურქმენეთში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში და უზბეკეთში“, აცხადებენ კომპანიაში.

MasterCard Europe-ის ხელმძღვანელი უკრაინასა და მოლდოვაში ვერა პლატონოვა კიევის ოფისის გუნდთან ერთად, სულ მალე დაიწყებს საქმიანობის მართვას აღნიშნულ რეგიონებში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე