პარლამენტმა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე დადგენილების პროექტი მიიღო

საქართველო, თბილისი - 14:02 | 10.06.2016
ნანახია: 1376

პარლამენტმა 2004-2012 წლებში, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასების მიზნით, დადგენილების პროექტი მიიღო. კენჭისყრაზე დოკუმენტს 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ანგარიში მოამზადა სახელწოდებით, ”2004-2012 წლებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების სამართლებრივი შეფასების და მათი განმეორების დაუშვებლობისა და სრული პრევენციის შესახებ”. ანგარიშში ყოფილი და ამჟამინდელი პატიმრები წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე საუბრობენ. დოკუმენტი ინგლისურ ენაზე ითარგმნა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მისი გადაგზავნა იგეგმება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე