ლონდონში იხსნება რესტორანი შიშვლებისთვის

საქართველო, თბილისი - 13:24 | 10.06.2016
ნანახია: 1836

ლონდონში გაიხსნება რესტორანი, სადაც მომხმარებელს შეუძლია სრულიად გაშიშვლდეს. რესტორანი   Bunyadi-ი გათვლილი იქნება 42 სტუმარზე, რომლებსაც ნახევრდაშიშველი მიმტანები მოემსახურებიან. ვახშამი, ხუთი სახეობის კერძით, 100 დოლარი ეღირება. წესების თანახმად, მომხმარებელმ ათავისი ტელეფონი და სხვა მოწყობილობები ტანსაცმელთან ერთად შესასვლელში მდებარე კარადაში უნდა დატოვოს, რათა დაწესებულებაში ფოტოს გადაღება ვერავინ შეძლოს. რესტორანში ასევე გათვალისწინებულია განცალკევებული ზონები, მათთვის, ვისაც ტანსაცმლის გახდა არ სურს.

რესტორანი 11 ივნისს გაიხსნება. მისი მფლობელების გადაწყვეტილებით სტუმრებს მხოლოდ ნატურალური ნივთებით მოემსახურებიან, მაგალითად, დაწესებულება და მისი სამზარეულო ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გარეშე იმუშავებს. ვეგანურ და კლასიკურ კერძებს კი ღია ცეცხლზე მოამზადებენ და სტუმრებს თიხის ჭურჭლით მიართმევენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე