"რუსთავი 2" სააპელაციოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს

საქართველო, თბილისი - 12:17 | 10.06.2016
ნანახია: 1253

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის იურისტი დიმიტრი საძაგლიშვილი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურებს განმარტავს. 

„დღეიდან 21 დღიდან 30 დღის შუალედში ჩვენ უნდა ჩავიბაროთ სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. ამის შემდეგ ჩვენ გვექნება 21 დღე გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრებისთვის და უზენაესი სასამართლო იმსჯელებს უკვე დასაშვებობის საკითხზე. აშკარაა, რომ ჩვენს საქმეზე არსებობს დასაშვებობის ყველა კრიტერიუმი და არ არსებობს მისი დაუშვებლად ცნობის წინაპირობა. სწორედ ამიტომ მე იმედს ვიქონიებ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო დასაშვებად ცნობს ჩვენს საკასაციო საჩივარს და განიხილავს "რუსთავი 2"-ის საქმეს,“ - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე