"ძალიან კარგი ამბავი გვაქვს თქვენთვის" - რა ინფორმაცია ვრცელდება ევა ბარბაქაძეზე

საქართველო, თბილისი - 10:32 | 10.06.2016
ნანახია: 1862

გადაცემა - "იღბლიანი ბორბალი" ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე სასიამოვნო სიახლეს ავრცელებს. 

"ძალიან კარგი ამბავი გვაქვს თქვენთვის! როგორც იცით, ევას ურთულესი ოპერაციები ჩაუტარდა, ახლა კი ხანგრძლივ რეაბილიტაციას გადის თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც ძალიან დიდი მონდომებით ცდილობს ფეხზე დადგომას.

ეს თითოეული ჩვენგანის და მისი მონდომების დამსახურებაა, ვუსურვებთ მას მალე გამოჯანმრთელებას, ფეხზე დადგომას და ცეკვას. დიდი მადლობა ყველას, ვინც ნებისმიერი ოდენობის თანხა მაინც გადარიცხა, უგულშემატკივრა, მხარში დაუდგა მას და ჩვენს უსაყვარლეს შორენას. ჩვენ ერთად ყველაფერი შეგვიძლია!

თუ გაქვთ სურვილი, კვლავ შეგიძლიათ გადარიცხოთ ნებისმიერი ოდენობის თანხა ევას დასახმარრებლად, ანგარიშებზე:

"მაგთის", "ჯეოსელის" და "ბილაინის" აბონენტებისთვის - 0901701100, ზარის ღირებულებაა 1 ლარი.

ბანკი რესპუბლიკა: GE39BR0000010929691997

საქართველოს ბანკი: GE57BG0000000642055200

TBC ბანკი: GE61TB7723536010100019 (GEL)

GE40TB1123536110100031 (USD)

მიმღები: შორენა ბეგაშვილი", - ნათქვამია ინფორმაციაში.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე