ნოდარ ხადური ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორის მოადგილეს კატარინა მათერნოვას შეხვდა

საქართველო, თბილისი - 14:37 | 09.10.2015
ნანახია: 1689

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველთა ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორის მოადგილეს კატარინა მათერნოვას შეხვდა.

შეხვედრამ თბილ და მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა. ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხრიდან საქართველოსადმი დახმარების პროგრამების მნიშვნელობას, და აღნიშნა, რომ ეს პროგრამები პასუხია საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატულ ევროპულ არჩევანზე.

ქალბატონმა მათერნოვამ გამოთქვა სურვილი უახლოეს მომავალში ეწვიოს საქართველოს და გააგრძელოს დიალოგი თანამშრომლობის გაფართოების თაობაზე, მათ შორის, ისეთი მიმართულებებით როგორიცაა საჯარო მმართველობის და მართლმსაჯულების რეფორმა, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების მოგვარება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე