გიორგი მღებრიშვილი სპეცოპერაციის დროს დაჭრილ პოლიციელს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 09:40 | 10.06.2016
ნანახია: 1188

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ნუგზარ ქუთათელაძეს და ამავე დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უფროსს - რევაზ ქობულიას შეხვდა. რევაზ ქობულია ამა წლის 8 ივნისს ბრალდებულის დასაკავებლად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების დროს დაიჭრა. ბრალდებულმა ცეცხლი სამართლდამცველების მისამართით გახსნა. რევაზ ქობულიამ თავდამსხმელის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ზედა კიდურის არეში მსუბუქი დაზიანება მიიღო.
შს მინისტრი წყალტუბოს პოლიციის უფროსის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა და ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები მისგან პირადად მოისმინა.
შეხვედრის დასასრულს, გიორგი მღებრიშვილმა კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაში სამართალდამცველებს სრული მხარადაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე