მთავრობა მოგების გადასახადის შემცირების საკითხს სწავლობს

საქართველო, თბილისი - 14:30 | 09.10.2015
ნანახია: 1671

შემცირდება თუ არა მოგების გადასახადი ეს ჯერ 100 %-ით გადაწყვეტილი არ არის. ბიზნესის მხრიდან მთავრობის მისამართით შეთავაზება გაკეტებულია, თუმც მთავრობა საკითხს გადაჭრას არ ჩქარობს.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გადაცემა „ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას განმარტა, ხელისუფლება ანალიზის ეტაპზეა და არსებულ შესაძლებლობებს და ზოგადად ამ მიმართულებით მსოფლიო გამოცდილებას სწავლობს.

„იმისთვის რომ მთავრობამ გადადგას აღნიშნული ნაბიჯი, ამისათვის საჭიროა დამატებითი წყაროების მოძებნა ბიუჯეტის შესავსებად.

შესაბამისად დღეს თუ ჩვენ სადღაც 1 მლრდ ლარი გვაქვს შემოსავალი ბიუჯეტში მოგების გადასახადიდან, უნდა დავინახოთ თუ რომელი წყაროებიდან შეიძლება შევავსოთ და ჩანაცვლდეს ეს 1 მლრდ ლარი.

ერთის მხრივ გადასახადის შემცირება არის სტიმულირება ბიზნესის, რაც არის მეტი ფული ეკონომიკაში. მეორეს მხრივ ჩვენ გვაქვს სახელმწიფო ხარჯები და უცებ ჩვენი ბიუჯეტიდან 10 %-ის ამოღება არ გამოგვივა“- აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე