ნიკა გვარამია - შორენა ყაველაშვილი არის პირადად სააპელაციო სასმართლოს თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის ზონდერ მოსამართლე

საქართველო, თბილისი - 18:48 | 09.06.2016
ნანახია: 1619

"ჩვენ საქმეს, რომელიც საკუთრივ სააპელაციო სასამართლომ დააკვალიფიცირა რთულ და კომპლექსურ სამართლებრივ დავად იხილავდა მოსამართლე, რომელსაც არ გააჩნია კვალიფიკაცია სამოქალაქო ან ზოგადი კვალიფიკაციის მიმართულებით”, - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ტელეკომპანიის მიერ მოპოვებულ დოკუმენტაციის საფუძველზე განაცხადა, რომლის თანახმადაც, "რუსთავი 2"-ის საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე - შორენა ყაველაშვილი არაუფლებამოსილი იყო სამოქალაქო დავების განხილვაში.

"ამ მოსამართლეს არც ერთი შეკითხვა არ გასჩენია მხარეების მიმართ, ხმა არ ამოუღია მთელ პროცესზე. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ეს მოსამართლე სისხლის სამართლის პალატიდან მოვლენილი იქნა სწორედ იმიტომ, რომ დავალების შემსრულებელი მესამე მოსამართლე ყოფილიყო კოლეგიაში," - განაცხადა ნიკა გვარამიამ და დასძინა, - "ჩვენ ვსვამთ კითხვას რის საფუძველზე არ მონაწილეობდა ამ დავაში ნაზღაიძე-გუჯაბიძის მყარი შემადგენლობის მესამე მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი, ან ბატონი გოდერძიშვილი, რის საფუძველზე ჩანაცვლდა ეს მოსამართლეები შორენა ყაველაშვილით, თან ის მოსამართლე, რომლიც არ წარმოადგენს სამოქალაქო პალატას, წარმოადგენს სისხლის სამართლის პალატას და ამავდროულად არ გააჩნია მოსამართლის კვალიფიკაციის საბუთი”.

ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გავრცელებული განცხადება არის სრულიად დაუსაბუთებული და არაკვალიფიციური. მისი თქმით, მოსამართლის გამოცდის ჩაბარება სპეციალიზაციაში აუცილებლია.

"ჩვენი ინფორმაციით, ის არის პირადად სააპელაციო სასმართლოს თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის ზონდერ მოსამართლე და ხელს მოაწერს ნებისმიერ გადაწყვეტილებას,“- განაცხადა ნიკა გვარამიამ. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე