ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მთავარ გამოწვევად ეკონომიკის დივერსიფიკაციას ასახელებს

საქართველო, თბილისი - 14:15 | 09.10.2015
ნანახია: 1572

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მთავარ გამოწვევად ეკონომიკის დივერსიფიკაციას ასახელებს. როგორც მინისტრმა გადაცემა „ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას განმარტა, ქვეყანამ ბევრი უნდა იმუშაოს იმისათვის, რომ ახალი მიმართულებებიც განვითარდეს.

დივერსიფიკაცია და სხვადასხვა მიმართულებებების მოსინჯვა ალბად არის ის ძირითადი გამოწვევა, რომელიც ჩვენ ეკონომიკაში გაგვაჩნია. ახალი მიმართულებების ნაწილი არის ძალიან მნშვნელოვანი და აქ ბევრი უნდა ვცადოთ. განვითრების შემდეგ ეტაპზე აუცილებლად დავიწროვდება სპეციალზიაცია და დარჩება ვწირო სეპციალიზაცია, ის განვითარებული დარგები, რომელიც ქვეყანას მოუტანს შესაბამის შემოსავალს, როგორც ექსპორტიდან, ისე ადგილობრივი წარმოებიდან“,- აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანას ძიების რეჟიმში ყოფნამ შესაძლოა დიდხანს მოუწიოს, რათა საბოლოოდ ისეთი დარგები მოიძებნოს, რომელიც ქვეყანას ახალ შემოსავალს მოუტანს.

„ჩვენ კიდევ დიდი ხანი უდნა ვიყოთ ცდის ეტაპზე, რომ მოვძებნოთ ის დარგები, რომლებიც ახალ შემოსავლებს მოუტანს ჩვენს ქვეყანას. ამ მხრივ საინტერესო თხილის მიმართულებაა. რომ აიღოთ ის მონაცემები, თუ 10-15 წლის უკან თხილის ექსპორტიდან რა შემოსავლები გვქონდა, მონაცემები არის სასაცილო ჩვენს საგადამხდელო ბალანსში. ჩავთვალოთ, რომ ეს მუხლი საერთოდ არ არის. მაგრამ დღეს ამ მიმართულებიდან 140-150 მლნ დოლარამდე შემოსავლებია. ესეთი მიმართულებები ზალიან ბევრი უნდა გაჩბნდეს ჩვენს ქვეყანაში. ბევრი უნდა ვცადოთ და სახელმწიფოს როლი ამაში ძალიან მნიშვნელოვანია“,- აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე