გეილ სმითი: დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბება ითხოვს დაუზოგავ მუშაობას და ეს პროცესი არასდროს მთავრდება

საქართველო, თბილისი - 18:38 | 09.06.2016
ნანახია: 1374

ვაშინგტონში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე, აშშ-სგანვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა გეილ სმითმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას, გეილ სმითმა აღნიშნა, რომ მისთვის პატივია მიმართოს ქართველ ხალხს და მიულოცოს ეს მნიშვნელოვანი და ისტორიული დღე. „ეს არ არის უბრალო დამთხვევა, რომ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას" აღნიშნა  გეილ სმითმა. „ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით და მომავალშიც დავუჭერთ მხარს საქართველოს -  რაც საქართველოს ეხება, ის  გვეხება ჩვენც, ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ წლების განმავლობაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას".

გეილ სმითმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა შემოდგომაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე.

მან, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფოს და ძლიერი ეკონომიკის განვითარების მოდელი, მაგალითი. „დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბება ითხოვს დაუზოგავ მუშაობას და ეს პროცესი არასდროს მთავრდება", - აღნიშნა გეილ სმითმა.  

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება ვაშინგტონში, აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითგაიმართა. მიღებას 900-ზე მეტი სტუმარი დაესწრო. საქართველოს მხრიდან ღონისძიებას მასპინძლობდა საქართველოს საგარეო საქმეთამინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე. აშშ-სმხრიდან ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს  სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ტონი ბლინკენმა და საერთაშორისოუსაფრთხოების საკითხებში აშშ -ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ ელისა სლოტკინმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე