ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი 2015 წელს 3 %-იან ეკონომიკის ზრდას ელოდება

საქართველო, თბილისი - 13:58 | 09.10.2015
ნანახია: 1604

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი 2015 წელს ეკონომიკის ზრდას 3 %-ის ფარგლებში ელოდება. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა გადაცემა „ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას განმარტა, მიუხედავად არსებული შოკებისა ქვეყნის ეკონომიკა დადებით ტრენდს მაინც ინარჩუნებს.

„უკვე გამოქვეყნდა აგვსიტსოს მშპ-ის მაჩვენებლები, ესაა 2.3%-იანი ზრდა. ჯამურად წლის დაასაწყისიდან ზრდა 2.8%-ია. ტენდენცია როგორც ვხედავთ პოზიტიურია. წლის ბოლომდე ველოდებით 3 %-იან ეკონომიკურ ზრდას. შესაბამისად ეს მიანიშნებს იმაზე, რომ პოლიტიკის ნანწილში ჩვენ სწრო ტრენდზე ვდგავართ და მიუხედავად იმისა, რომ მრავალი საგარეო შოკი გქვოდან და შიგნითაც იყო გარკვეული დაძაბულობები, ვინარჩუნებთ დადებით ტრენდს. რაც გვაძლევს იმის რწმენის საფუძველს, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტად უნდა მოვახერხოთ განვითარება“,- აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მინისტრი განმარტავს, რომ ეკონომიკა არის ჯანსაღი.

„მან მოახერხა იმ საგარეო შოკების აბსოსრვაცაია და შესაბამისად საკმაოდ სწრაფად დაიწყო გამოჯანსაღება“,- განაცხადა ქუმსიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე