საქართველოს მისი აღმატებულება შეიხი ნაჰაიან მაბარაკ ალ-ნაჰაიანი ეწვევა

საქართველო, თბილისი - 13:42 | 09.10.2015
ნანახია: 1668

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით 2015 წლის 15-16 ოქტომბერს ქ. თბილისში პირველად ჩატარდება „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“. მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს არაერთი წარმატებული პოლიტიკოსი, საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი და ბიზნესმენი. ფორუმში მონაწილეობის მისაღებად თბილისს ასევე მისი აღმატებულება შეიხი ნაჰაიან მაბარაკ ალ-ნაჰაიანი, არაბთა გაერთიანებული საემიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და სოციალური განვითარების მინისტრი ეწვევა.

მისი აღმატებულება შეიხი ნაჰაიან მაბარაკ ალ-ნაჰაიანი 15 ოქტომბერს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნის ცერემონიალში მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა.

მისი აღმატებულება შეიხი ნაჰაიანი ფედერალურ მთვრობას 1990 წელს შეუერთდა უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების მინისტრის პოსტზე. 2013 წლის მარტში ის კულტურის, ახალგაზრდობისა და სოციალური განვითარების მინისტრად დაინიშნა. მინისტრის პოზიციის გარდა, მისი აღმატებულება შეიხი ნაჰაიანი ასევე იყო არაბთა გაერთიანებული საემიროების უნივერსიტეტის კანცლერი (1983-2013), ტექნოლოგიების უმაღლესი კოლეჯების კანცლერი (1998-2013) და ზაიადის უნივერსიტეტის პრეზიდენტი (1998-2013). ამჟამად ის ახალგაზრდობისა და სპორტის გენერალური დირექტორატის პრეზიდენტი (2013 წლიდან) და ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტია (2013 წლიდან). შეიხი ნაჰაიანი ასევე არის სპეციალური საჭიროებების მქონე სტუდენტებისთვის განკუთვნილი აბუ-დაბიში მდებარე მომავლის ცენტრის პრეზიდენტი.

განათლება შეიხმა დიდ ბრიტანეთში მიიღო, დაამთავრა მილფილდის სკოლა და ოქსფორდის უნივერისტეტის მაგდალენის კოლეჯი. შეიხი ნაჰაიანი აქტიურად ხელმძღვანელობს და მხარს უჭერს მრავალ ჯგუფს, კლუბსა და ასოციაციას. ის თავმჯდომარეობს და პატრონაჟს უწევს 100-ზე მეტ ყოველწლიურ კონფერენციასა და სიმპოზიუმს, რომლებიც არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, რეგიონსა და მთლიანად მსოფლიოში აქტუალურ საკითხებს ეძღვნება.

შეიხი ნაჰაიანი მრავალი ეროვნული და საერთაშორისო პრემიისა და ჯილდოს მფლობელია, მათ შორის მისი უდიდებულესობა ომანის სულთან ყაბოოს მიერ მინიჭებული ომანის სამოქალაქო ორდენ; ჰილალ-ი-პაკისტან, რომელიც მას პაკისტანის მთავრობამ გადასცა; ორგანიზაცია TESOL-ის მიერ მინიჭებული Global Advocacy Recognition Award; ჰამდან ბინ რაშიდის პრიზი ნომინაციაში „წლის გამორჩეული პირი განათლების სფეროში“ და, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტების მიერ მინიჭებული საპატიო ხარისხი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე