მოსკოვში მოიერიშე მიგ-29 ჩამოვარდა

საქართველო, თბილისი - 12:04 | 09.06.2016
ნანახია: 1494

მრავალფუნქციური მოიერიშე მიგ-29 მოსკოვის ოლქში ჩამოვარდა. როგორგ ”რია ნოვოსტი” საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, გამანადგურებლის პილოტების ბედი უცნობია.

”მიგ-29-მ კატასტროფა მოსკოვის ოლქის პუშკინის რაიონში, სოფელ მურანოვოსთან განიცადა. ორი მფრინავის ბედი უცნობია. ხმელეთზე არავინ დაშავებულა”, - განუცხადა სააგენტოს სამსხაურის წარმომადგენელმა და აღნიშნა,რომ მოიერიშე სასწავლო-საწვრთნელ ფრენას ასრულებდა.

აღნიშნული ინფორმაცია ”რია ნოვოსტისთვის” ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებიათ. 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე