საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ მიღებას ქვეყნის პირველი პირი და პირველი ლედი დაესწრნენ
საქართველო, თბილისი - 11:52 | 09.06.2016 ნანახია: 1396საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.
ქვეყნის პირველმა პირმა მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის ეროვნული დღესასწაულის გაზიარებისათვის.
„მსურს თითოეულ აქ დამსწრე სტუმარს მადლობა გადავუხადო ამ მნიშვნელოვანი დღის ჩვენთან ერთად აღნიშვნისათვის, მათ ვინც ეს დღე 26 მაისს ჩვენთან ერთად აღნიშნა. ეს დღე ევროპის ბევრ დედაქალაქსა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში საქართველოს დროშის ფერებით აღინიშნა. ჩემთვის პატივია დღეს თქვენთან ერთად ვიმყოფებოდე აქ, ევროკავშირისა და ნატო-ს დედაქალაქში და ჩემი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თარიღს თქვენთან ერთად ვზეიმობდე.
25 წლის წინ ჩვენ გავხდით დამოუკიდებლები, ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, რაც ნიშნავდა დამოუკიდებლობას საბჭოთა კავშირისაგან. ამ თარიღიდან მოყოლებული ჩვენ დავიწყეთ ბრძოლა თავისუფლებისათვის და ეს ნიშნავს ემსახურო იმ მიზნებსა და ღირებულებებს, რომლებისაც გჯერა.
საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავთან დაკავშირებით, მე ეს წელი ევროპული სახელმწიფოს წლად გამოვაცხადე, რადგან ღრმად მწამს, რომ ევროპული სახელმწიფოებრიობა არის ის, რასაც საქართველო მიეკუთვნება და ეს არის ის ფორმა, რომელშიც საქართველო იქნება თავისუფალი.
მე ვეკუთვნი იმ კულტურას და ხალხს, რომელიც აფასებს თავისუფლებას, ინდივიდუალურ არჩევანს და პატივს სცემს სხვა ხალხების ინდივიდუალურ არჩევანსაც.
მჯერა, რომ ევროპული სახელმწიფოს შენება არის ჩემი ხალხის ის მიზანი, რომელიც სამი ათას წელს ითვლის და შესანიშნავად შეეფერება მათ არჩევანს.
ჩვენ ვიკისრეთ ვალდებულება ევროპული ოჯახის მიმართ და არაერთგზის ვახორციელებთ ამ ვალდებულებას, იქნება ეს პოლიტიკური, საომარი მოქმედებების, ქართველების სამხედრო მსახურებითა თუ საქართველოს შიგნით იმ ღირებულებების გაზიარებით, რომლებიც ჩვენ ყველას გაგვაჩნია.
ჩემი ვიზიტი სტრასბურგსა და ბრიუსელში ემსახურება ზუსტად ამ ვალდებულებებისა და ჩვენი სტრატეგიული გზის კვლავ დადასტურებას, ასევე ახალი პარტნიორებისა და მეგობრების შეძენას. დღეს ჩვენ გვაქვს დღესასწაული, რომელსაც ვიზიარებთ საერთო ღირებულების მქონე ჩვენს მეგობრებთან. ნება მიბოძეთ მტკიცედ განვაცხადო, რომ რაც არ უნდა რთული იყოს ეს გზა საქართველოსთვის, ჩვენ ძალიან ძლიერები ვიქნებით ამ გზაზე და ჩვენ ამას დავამტკიცებთ. კიდევ ერთხელ, მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად აღვნიშნავ ამ თარიღს. ღმერთმა დალოცოს საქართველო",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ღონისძიებას, რომელიც საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა სპეციალურად მოწვეული კვარტეტი აფორმებდა.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე ბელგიის სამეფოსა და ევროპის სხვადსხვა ქვეყნებში მცხოვრები თუ მოღვაწე ქართველები.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა