ისრაელმა თელ-ავივში მომხდარი ტერაქტის შემდეგ 83 ათას პალესტინელს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

საქართველო, თბილისი - 11:52 | 09.06.2016
ნანახია: 1356

ისრაელმა 83 ათას პალესტინელს თელ-ავივში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, შესვლა აუკრძალა.
გამოცემა   Haaretz-=ის ინორმაციით, ნებართვები, რომლებიც პალესტინელებს რამადანის დღესასწაულისთვის მიეცათ, გაუქმებულია.

შესაბამისი გადაწყვეტილება ისრაელის პრემიერმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ თავადაცვის მინისტრთან და არმიის გენშტაბის ხელმძღვანელთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.

ინციდენტი გუშინ გვიან მოხდა, სასურსათო  ბაზრის ”სარონის” რაიონში, რომელიც ისრაელის თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის შენობების მოპირდაპირედ მდებარეობს. აღნიშნული რაიონი პოპულარულია ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის, ამ ადგილზე უამრავი კაფე და რესტორანია განთავსებული. ბოლო მონაცემებით დაღუპულია 4 და დაჭრილია 16 ადამიანი.

ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია, მძიმეა კიდევ ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაც.

სამართლადამცველებმა ერთი ტერორისტი მოკლეს, ორი კი დააკავეს. პოლიციელთა თქმით, თავადამსხმელებს ულტრა-ორთოდოქსი ებრაელების ტანსაცმელი ეცვათ.  

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე