პორტუგალიაში ქალმა ბავშვი გარდაცვალებიდან ოთხი თვის შემდეგ გააჩინა

საქართველო, თბილისი - 11:36 | 09.06.2016
ნანახია: 1799

პორტუგალიელმა 37 წლის ქალმა ჯანმრთელი ბიჭუნა გარდაცვალებიდან ოთხი თვის შემდეგ გააჩინა. ბავშვის დაბადებამდე ოთხი თვით ადრე ექიმებმა მისი ტვინის სიკვდილი დაადგინეს. მედიკოსებმა ოპერაციას გმირობა უწოდეს. ახალშობილი, რომლის წონაც 2,35 კგ-ს შეადგენდა, სამყაროს საკეისრო კვეთის შემდეგ მოევლინა.

”ასოშიეტედ პრესის” ინფორმაციით, ექიმებმა ქალის ტვინის სიკვდილი თებერვალში დაადგინეს. ტვინმა სიცოცხლე სისხლის ჩაქცევის შედეგად შეწყვიტა. ტრაგედიის მიუხედავად, ნაყოფი ჯანმრთელი იყო. ექიმებმა გადაწყვიტეს ქალი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან არ გამოერთოთ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, ორი თვის წინ პოლონეთში ქალმა ბავშვი გარდაცვალებიდან 55 დღის შემდეგ გააჩინა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე