მერილ სტრიპმა დონალდ ტრამპი განასახიერა

საქართველო, თბილისი - 10:57 | 09.06.2016
ნანახია: 1728

ამერიკელი მსახიობი მერილ სტრიპი სახალხო თეატრის ყოველწიურ გალა-წარმოდგენაზე დონალდ ტრამპად გარდაისახა.

იმისათვის რომ მაქსიმალური მსგავსებისთვის მიეღწია, სტრიპმა გამოიყენა პარიკი, დამახასიათებელი ბუნებრივი რუჯი ნარინჯისფერი შეფერილობით და ხელოვნური მუცელი.

მსახიობმა, რომელსაც მუქი ფერის მამაკაცის პიჯაკი და წითელი ჰალსუხით დამშვენებული თეთრი პერანგი ეცვა, ჰილარი კლინტონის განმასახიერებელ მსახიობ კრისტინ ბარანსკისთან ერთად კოულ პორტერის მუზიკლიდან სიმღერა შეასრულა.

ამ ფორმით, სტრიპმა, რომელიც აქტიურად იბრძვის გენდერული თანასაწირობისთვის, ჰილარი კლინტონის მიმართ მხადრაჭერა გამოხატა.

მსახიობის თქმით, ტრამპად გადაქცევის იდეა მთლიანად მას ეკუთვნოდა.

სტრიპი, რომელსაც კრიტიკოსები თანამდროვეობის  ერთ-ერთ უდიდეს მსახიობს უწოდებენ, ცნობილია ბიოგრაფიული როლების ოსტატური შესრულებით.

2012 წელს მას ”ოქროს გლობუსისა” და ”ოსკარის” პრემიები გადაეცა მარგარეტ ტეტჩერის როლის შერულებისთვის ფილმში ”რკინის ლედი”.

დონალდ ტრამპს მერილ სტრიპის პაროდიულ ნომერზე კომენტარი არ გაუკეთებია.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე