ბრიტანეთის ელჩი დედოფალ ელისაბედ მეორის 90 წლის აღსანიშნავად გამართულ წვეულებას უმასპინძლებს

საქართველო, თბილისი - 09:50 | 09.06.2016
ნანახია: 1357

ბრიტანეთის ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი დედოფალ ელისაბედ მეორის 90 წლის აღსანიშნავად გამართულ წვეულებას უმასპინძლებს. ღონისძიება დიდი ბრიტანეთის საელჩოში ხუთშაბათს, 2016 წლის 9 ივნისს გაიმართება.

მიღებას დაესწრებიან საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, საქართველოში მცხოვრები ბრიტანელები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

„წელს დედოფალი ელისაბედი 90 წლის გახდა. ბრიტანელი ხალხი და მათ შორის ჩვენი საელჩოც, ამ ფაქტს განსაკუთრებულად აღნიშნავს. წელს ასევე უილიამ შექსპირის 400 წელს და შოთა რუსთაველის 850 წელს ვზეიმობთ. გადავწყვიტეთ, რომ მათ საპატივცემულოდ, ჩვენი წლევანდელი წვეულების თემა შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი“-ს და დედოფალ ელისაბედ პირველის ეპოქის შესაფერისი ყოფილიყო და ბანკეტიც, მუსიკალური თუ თეატრალური გაფორმებაც ამ ეპოქის შესაბამისი იქნება.წლევანდელი წვეულება ასევე განსაკუთრებულია პირადად ჩემთვისაც, ვინაიდან ეს იქნება ბოლო დედოფლის დაბადების დღე რომლის მასპინძლობის პრივილეგიაც მე მაქვს საქართველოში. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო,  საქართველოსთვის ამ ისტორიულ პერიოდში, აქ მემსახურა როგორც ბრიტანეთის ელჩს. დღეს საღამოს ჩვენ არა მხოლოდ კიდევ ერთხელ ვიზეიმებთ ბრიტანულ ქართულ მეგობრობას, არამედ მექნება შესაძლებლობა პირადად მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვისთან ერთადაც ამ უკანასაკნელი სამი წლის განმავლობაში ვიმუშავე, ჩვენი მეგობრობის კიდევ უფრო განსამტკიცებლად“, - ამბობს ამ ღონისძიების შესახებ ელჩმა ალექსანდრა ჰოლ ჰოლი.     

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე