დონალდ ტუსკი: ძალადობა, რომელიც განხორციელდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ ჩემთვის შეშფოთების საგანია

საქართველო, თბილისი - 17:08 | 08.06.2016
ნანახია: 1266

არჩევნები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა საქართველოს დემოკრატიის მდგრადობისა და გაძლიერებისთვის, - განაცხადა ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა, საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

„მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ასოცირების ხელშეკრულება, საბოლოოდ 1 ივლისს შევა ძალაში და ჩვენ ველოდებით მაქსიმალურ სარგებელს აქედან.  ჩვენ ვისაუბრეთ სამომავლო საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც ჩატარდება ოქტომბერში. ბოლო ანგარიში, იმ ძალადობის შესახებ, რომელიც განხორციელდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და პარლამენტის წევრების მიმართ ჩემთვის შეშფოთების საგანია. მივესალმები იმ ფაქტს, რომ მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილებები ბრალის წარდგენის შესახებ.

ყველაფერი უნდ გაკეთდეს, რომ მომავალში მსგავსი ფაქტი არ განმეორდეს. გმადლობთ პატონო პრეზიდენტო იმისთვის, რომ თქვენ ძალიან მკაფიოდ და ნათლად შეაფასეთ ეს მოვლენა და რაც თქვენგან მოვისმინე ნამდვილად დამაიმედებელია. მადლობა კიდევ ერთხელ.

არჩევნები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა საქართველოს დემოკრატიის მდგრადობისა და გაძლიერებისთვის. ჩვენ მოველით, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ დაიშურებს იმისათვის, რომ გარანტირებული იყოს პატივსაცემი და ყოვლისმომცველი საარჩევნო გარემო. თავისუფალი და პლურალისტური მედია ამის საუკეთესო წინაპირობაა. რასაკვირველია, დამკვირვებლების ჩართულობა ასევე უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა ტუსკმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე