საქართველოში დაიწყო წინასაარჩევნო პერიოდის ათვლა

საქართველო, თბილისი - 15:02 | 08.06.2016
ნანახია: 1393

8 ივნისიდან, ოფიციალურად, საქართველოში დაიწყო წინასაარჩევნო პერიოდის ათვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი რიგი რეგულაციები კანონმდებლობის მიხედვით, ძალაში შედის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

პრემიერის შეფასებით, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდის სტანდარტი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული.

„შესაბამისად, იზღუდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება წინასაარჩევნო პერიოდში. ეს არის დემოკრატიის კუთხით წინგადადგმული ნაბიჯი და ვფიქრობთ, კონსულტაციებმა, რომელიც გაიმართა პრეზიდენტთან და პარლამენტთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის სხდომის განკარგულების მიხედვით, არჩევნების დანიშვნის თარიღზე კონტრასიგნაცია გაკეთდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე