ირმა ინაშვილი: თუ განმეორდება ის, რაც საგარეჯოში მოხდა, მაშინ ხელისუფლებას რევოლუცია სდომებია

საქართველო, თბილისი - 14:24 | 08.06.2016
ნანახია: 1345

თუ განმეორდება ის, რაც საგარეჯოში მოხდა, მაშინ ხელისუფლებას რევოლუცია და სამოქალაქო ომი სდომებია, - განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშილმა. მისი თქმით, ის მოუწოდებს  ყველა ოპოზიციურ ძალას, მკაფიოდ ითქვას მინუს "ნაციონალური მოძრაობა

„ჩვენ წავედით იმ გზით, რომ გაგვეერთიანებინა ძალება. მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ ძალას, მკაფიოდ ითქვას მინუს "ნაციონალური მოძრაობა", არავის სჭირდება იმისი ახსნა, რომ ვერასდროს ვიქნებით ერთად. მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ "რესპუბლიკური პარტია" ხელისუფლებაშია, რაც მარაზმია, თან ოპოზიციაშია. ჩვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს ჩვენი მოსახლეობის, რასაც ძალიან ვაფასებთ. ყველანაირი კვლევის თანახმად, გვინდა თუ არ გვინდა, ლიდერობს „ქართული ოცნება“, მაგრამ ჩვენ ამ კვლევების მიხედვით,  მყარად გვაქვს მეორე ადგილი. არჩევნები გვაჩვენებს იმ შედეგს, რაზეც ახლა ვლაპარაკობ, თუ არ მოხდა იგივე, რაც საგარეჯოს არჩევნებზე", - აცხადებს ირმა ინაშვილი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე