მიხეილ გიორგაძე: ხათრით არ ვარ ამ თანამდებობაზე. ძალიან დიდი და საინტერესო პროექტები მაქვს

საქართველო, თბილისი - 14:15 | 08.06.2016
ნანახია: 1746

ხათრით არ ვარ ამ თანამდებობაზე. ძალიან დიდი და საინტერესო პროექტები მაქვს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ. მისი თქმით, ის უპრეცედენტო პროექტების განხორციელებას გეგმავს

„ხათრით არ ვარ ამ თანამდებობაზე. ძალიან დიდი და საინტერესო პროექტები მაქვს. ცრუ თავმდაბლობის გარეშე ვამბობ, რომ უპრეცედენტო პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ და ძალიან მინდა ჩავამთავრო ბოლომდე, რომელიც ქვეყნის კულტურულ განვითარებას გამოადგება“, - განაცხადა გიორგაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მთავრობაში არიან მინისტრები, რომლებიც ხათრით იკავებენ თანამდებობებს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე