ერთადერთ ”ორსულ მამაკაცს” მეოთხე შვილის გაჩენა სურს

საქართველო, თბილისი - 13:46 | 08.06.2016
ნანახია: 2341

42 წლის ამერიკელი  ტომას ბიტი, რომელიც ცნობილია, როგორც ”ორსული მამაკაცი”, მეორედ დაქორწინდა და შვილების გაჩენას ისევ აპირებს. პირველ ქორწინებაში მას სამი შვილი შეეძინა.

როგორც Rus.TVNET-ი წერს, ტრანსგენდერის ახალი რჩეული 46 წლის ემბერ ნიკოლსი გახდა. ის დაწყებითი სკოლის დირექტორია და სრულიად არ აწუხებს ის ფაქტი, რომ მისი ქმარი ადრე ქალი იყო.

საქორწინო ცერემონიის დროს ახალდაქორწინებულებმა განაცხდეს, რომ საერთო შვილის გაჩენა სურთ. თუ რომელი მათგანი გააჩენს ბავშვს, წყვილს ჯერ არ გადაუწყვეტია.

ტომას ბიტი ჰავაიზე გაიზარდა, ის გოგონა იყო -სახელად ტრეისი, თუმცა ყოველთვის უარს ამბობდა ქალის ტანსაცმელზე და სურდა, რომ ის მამაკაცად მიეღოთ. მან სქესის შესაცვლელად სერიოზული ჰორმონალური თერაპია გაიარა და უამრავი ოპერაცია გადაიტანა, თუმცა პროცესი ბოლომდე არ მიუყვანია. 2008 წელს მასზე მთელი მსოფლიო პრესა წერდა, რადგან ის პირველი ორსული მამაკაცი გახდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე