დიმიტრი ქუმსიშვილი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება

საქართველო, თბილისი - 11:58 | 08.06.2016
ნანახია: 1371

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება. როგორც ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა ის გუნდის საკმაოდ აქტიურია და შესაბამისად წინასაარჩევნო კამპანიაში კანდონმდებლობის ფარგლებში ჩაერთვება.

„კანონმდებლობის ფარგლებში ჩავერთვები. კანონმდებლობა არის მთავარი, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. როგორც გუნდის წევრი ვიქნები ძალიან აქტიური, ვარ ძალიან აქტიური“, განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტების  კითხის საპასუხოდ, რომლებიც დაინტერესდნენ ჩაერთცება თუ არა დიმიტრი ქუმსიშვილი წინასაარჩევნო კამპანიაში.

როგორც ვიცე-პრემიერმა ოპონეტების საპასუხოდ განაცხადა, მთავრობა წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურსს არ იყენებს.

„არ ვიყენებთ არანაიარ ადმინისტრაციულ რესურსს. ეს არის ძალიან მარტივი, საქართველოში არის შემუშავებული არაერთი მექანიზმი, რომელიც იძლევა იმის საშუაკებას, რომ აღნიშნული იყოს გადამოწმებული. აქედან გამომდინარე ტყუილ ბრალდებებს არ მივიღებ და ვერ მივიღებთ. თუ ვინმეს კონკრეტული ფაქტი ექნება, ამაზე რეაგირება გვექნება“, განაცხადა ქუმსიშვილმა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე