Associated Press-ის ინფორმაციით, კლინტონი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება

საქართველო, თბილისი - 11:18 | 08.06.2016
ნანახია: 1983

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატების კანდიდატი ჰილარი კლინტონი  იქნება. Associated Press-ის ცნობით, მას ნიუ-ჯერსიში გამართული პრაიმერიზის შედეგების მიხედვით დელეგატების საკმარისი რაოდენობა უჭერს მხარს.

Associated Press-მა დათვალა იმ დელეგატების რაოდენობა, რომლებიც კლინტონს მხარს უჭერს. ასევე ჩაატარა კვლევა პარტიის “სუპერდელეგატებს” შორის, რამაც აჩვენა, რომ რომ კლინტონი აგროვებს დელეტაგთა საკმარის რაოდენობას, რათა გახდეს დემოკრატების კანდიდატი.

კლინტონმა თავის გამარჯვებას მსოფლიოს ყველა ქალისთვის ისტორიული ეტაპი უწოდა.

”თქვენი წყლობით მნიშვმელოვან ეტაპს მივაღწიეთ. პირველად ჩვენი ერის ისტორიაში ერთ-ერთი მთავარი პარტიიდან პრეზიდენტის პოსტისთვის ქალი იბრძოლებს”, - განაცხადა კლინტონმა ბრუკლინში მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა ნიუ-ჯერსიში ჩატრებული პრაინერიზის შედეგები.

”დღევანდელი ბრძოლა ერთ ადამიანს არ ეკუთნის. ეს თაობების გამარჯვებაა”, - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე