ვინ არის პიროვნება, რომელიც სოფო ნიჟარაძეს ფიზიკურად გაუსწორდა - შსს-მ ინციდენტის მონაწილე პირი გამოავლინა

საქართველო, თბილისი - 10:25 | 08.06.2016
ნანახია: 1732

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფილარმონიაში, „რუსთავი2“-ის მუსიკალური შოუ „იქს ფაქტორის“ დასრულებისას მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირი დაადგინეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 1983 წელს დაბადებული გოგა ყ., რომელიც ფილარმონიაში კონცერტს ესწრებოდა, შოუს დასრულებისთანავე სცენაზე ავიდა და მომღერალ სოფო ნიჟარაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაცვის თანამშრომლებმა მამაკაცი შენობიდან გაიყვანეს, რის შემდეგაც ის მიიმალა. სასწრაფო სამედიცინო-დახმარების ბრიგადამ სოფო ნიჟარაძე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა გოგა ყ.-ს კვალს ინციდენტიდან ერთ საათში მიაკვლიეს.
წინასწარი ინფორმაციით, გამოვლენილ პირს ფსიქიკური პრობლემები აქვს და შესაბამის დაწესებულებაში მკურნალობდა.
გოგა ყ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე