CNN Turki-ის გადამღები ჯგუფი აჭარული სამზარეულოს შესახებ გადაცემას ამზადებს

საქართველო, თბილისი - 17:14 | 06.06.2016
ნანახია: 1373

აჭარული სამზარეულოსა და ტურისტული პოტენციალის შესახებ CNN Turki-ის გადამღები ჯგუფი თურქეთიდან სპეციალურ გადაცემას ამზადებს.

გადამღები ჯგუფი რეგიონს სტუმრობს და მის ღირსშესანიშნაობებს ეცნობა. ჯგუფმა უკვე დაათვალიერა ბათუმის ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი, დელფინარიუმი, მაღალმთიანი აჭარა და მტირალას ეროვნული პარკი. გადაცემის ძირითადი სამიზნე კი აჭარული სამზარეულოა.

CNN Turki-ს ობიექტივში ძირითადათ ტრადიციული აჭარული კერძები მოხვდა. კულინარიული გადაცემის ცნობილი წამყვანი, გურმანი და სომელიე მეჰმეტ იაშინი გადაცემის მსვლელობისას მისთვის ახალ და საინტერესო კერძებს აგემოვნებს და მაყურებელს მისი მომზადებისა და გემოს შესახებ ესაუბრება. აჭარული სამზარეულოს შესახებ მომზადებულ სპეციალურ გადაცემას CNN-ის მილიონობით მაყურებელი ივნისში იხილავს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ წარმოებული პიარ კამპანიების ფარგლებში ეს უკვე რიგით მესამე გადაცემაა “Моя планета“- სა და ПЯТНИЦА» გადამღები ჯგუფების შემდეგ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე