"X-ფაქტორის" ე.წ. სექს სიმბოლო, ამბიციური თუ პრეტენზიული მომღერალი" - გურამ შეროზია ცირა კობიაშვილზე
საქართველო, თბილისი - 15:50 | 06.06.2016 ნანახია: 2527ბლოგერი გურამ შეროზია ამჯერად მისი ბლოგპოსტის თემა „იქს ფაქტორის“ მონაწილე, ცირა კობიაშვილის აღმოჩნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
ცირა კობიაშვილი, იქს ფაქტორის ე.წ. სექს სიმბოლო და უბრალოდ ამბიციური თუ პრეტენზიული მომღერალი…
მისი მხრიდან, პირველი უკმაყოფილება, მსმენელებმა პირველივე კრიტიკული კომენტარის შემდეგ შევნიშნეთ, სადაც გაწელილ-გლამურული მეტყველებით გამოხატავდა იმ შოკს, რომელშიც სოფოს მიერ გაკეთებულმა კრიტიკულმა კომენტარებმა ჩააგდეს:
- პრიოსტა ტიპი როგორ ვერ მიტანს
- რა უნდა ჩემგან, იმენნა არ ვევასები
- ა.შ. და ა.შ. ნუ მანამდე, სახე სცენაზე, როცა აკრიტიკებდნენ, მეგონა სილას გააწნავდა…
ჩაიარა ამ ამბავმაც და გუშინ უკვე დედამისის კომენტარს გადავაწყდი, რომელიღაც საიტზე, სადაც შვილზე არანაკლებ აღშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ თურმე ვიღაცებს მისი ანგელოზივით გარეგნობის, მგოსანი ქალიშვილი არ მოსწონს.
- ვინც ასე უაპელაციოდ ანთხევთ ბოღმას ახალგახრდა გოგოს მიმართ არაფერი გაქვთ საერთო არც ხელოვნებასთან და არც შოუ-ბიზნესთან
- თქვენ ადასტურებთ ამით, რომ მეტი პერსპექტივა არ დარჩენიათ თქვენს ფავორიტებს
- თქვენ ხართ ჩვეულებრივი ფაშისტები, რომელთაც ომის დროს სამართლებრივი ჩარჩოების არ არსებობის გამო გამოავლინეს საკუთარი ცხოველური სახე და სისასტიკე.
მარტო მე მეგოიმება ეს ისტერიული წივილ-კივილი და თმების ჩამოშლა? შე კარგო ადამიანო:
- შეიძლება ლამაზიც იყო და კარგადაც მღეროდე, მაგრამ მოდი – მსმენელს მოგვანდე მოგვეწონები თუ არა, რატომ გაქვთ ამბიცია დედასაც და შვილსაც, რომ აუცილებლად უნდა მოგვწონდე?
- კრიტიკა საჭირო და აუცილებელიც კი არის, რომ განვითარდე. უამრავი ადამიანი მყავს გარშემო, რომელიც “ყოველთვის მართალია”, მე კიდევ ვიტყოდი, რომ ისინი უბრალოდ ყოველთვის იქ არიან, სადაც იყვნენ და ამ უაზრო ნარცისიზმის გამო, ერთ ადგილს ტკეპნიან. იმ ადგილს, რომელიც ისედაც იდეალურად მიაჩნიათ
- თუ არ ხარ მზად მსგავსი კონკურსებისთვის, სადაც კრიტიკაც და ლანძღვაც ჩვეულებრივი მომენტია, დაეტიე კარაოკეში, სადაც ტაშის მეტი არაფინ არაფერს გაკადრებს. ისიც გაითვალისწინე, რომ იდეალურად არ მღერი, შესაბამისად – კრიტიკას საბაბიც აქვს.
- და თუ გამოდიხარ და იღებ ფართო მასების წინაშე სიმღერის პასუხისმგებლობას, მაშინ გაჩუმდი და მშვიდად და ღირსეულად მიიღე ყველა ის კომენტარი, რასაც შენზე აკეთებენ და დღედაღამე ნუ გვამადლი შენს ვოკალურ თუ ვიზუალურ მონაცემებს. დავიღალე დედა-შვილის ამდენი პრეტენზიით და შიშით ხმა ვერ ამომიღია…
სამი წელია თითქმის, რაც სადაც არ უნდა გავიხედო, ყველგან არიან აგრესორები, კრიტიკოსები, უნიჭოდ “მოღადავეები”, თუმცა არცერთხელ არ დამიპოსტავს “თქვენივე ბოღმა დაგახრჩობთ”, “ცხოველები ხართ”, “ჩემი გშურთ ყველას” და მსგავსი იაფფასიანი კომენტარები, მაქსიმუმ გამეღიმოს.
დავაკვირდი და ემოციურ მდგრადობას, თუ მოვლენების ღირსეულად აღქმის უნარს, (როცა ფართო მასაში ერევი) რამდენიმე ეტაპი აქვს:
- გაკრიტიკებენ – ისტერიკაში ვარდები, ყველას პასუხობ, ყველას ლანძღავ, შოკში ხარ…
- გაკრიტიკებენ – გული გწყდება, ითრგუნები, თუმცა ინარჩუნებ ღირსებას და მხოლოდ ლაკონური კომენტარებით ან საერთოდ უკომენტარობით შემოიფარგლები
- გაკრიტიკებენ – აღარ გაინტერესებს და არც რეაქცია გაქვს. უკვე იმდენად მაღლა ხარ, რომ ვეღარ ხედავ ქვემოთ რა ხდება, ვინ ყვირის, ნასროლი ქვებიც ვეღარ აღწევენ შენამდე და ამ ყველაფერს შორ, ბუნდოვან ჩოჩქოლად აღიქვამ, რომელიც იშვიათად, ოდნავ გირღვევს მყუდროებას.
ჰო და რას მოვაყოლე, მგონია, რომ ცირა მესამე ეტაპამდე ვერასდროს მივა და მუდმივად პირველის მტკეპნელად დარჩება, სამწუხაროდ, მანამ სანამ ამ ამბიციურ და პრეტენზიულს ტონს არ გადადებს გვერდზე და კრიტიკას, როგორც გამოწვევას ისე მიიღებს.
პ.ს. აღარაფერს ვამბობ გარდაცვლილი შეყვარებულის თემით აპელირებაზე. მე, როგორც მსმენელს, საერთოდ არ მაინტერესებს, რა შეგემთხვა, მამა გცემდა, შიმშილობდი, ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდი, თუ ა.შ. მუსიკალური კონკურსია, თუ საქველმოქმედო?!
…ნეტა როდის უნდა გავიზარდოთ? <3
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა