ბელგიაში სარკინიგზო ავარიას 3 ადამიანი ემხვერპლა, 40-ზე მეტი კი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 12:51 | 06.06.2016
ნანახია: 1446

სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა ბელგიაში სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახებისას.

გამოცემა Belga-ს ინფორმაციით,  სარკინიგზო ავარია ლიეს პროვინციაში მოხდა. ბელგიის რკინიგზის დეპარტამენტის განცხადებით, სამგაზვრო მატარებელი სატვირთო შემადგენლობის ბოლო ვაგონს დაეჯახა, რის შედეგადაც ორი სამგზავრო ვაგონი რელსებიდან გადავიდა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, შეჯახება ძალიან ძლიერი იყო. მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე