ბოლნისში მოქალაქემ იარაღი ნებაყოფლობით ჩააბარა

საქართველო, თბილისი - 10:10 | 05.06.2016
ნანახია: 1475

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონულ სამმართველოში მოქალაქემ საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა.
1976 წელს დაბადებულმა ზარბადი ო.-მ პოლიციის სამმართველოში წარმოადგინა და ჩააბარა 3 ჭურვი, 2 ხელყუმბარა, 1 საკვამლე კოჭა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 3 მჭიდი და 36 საბრძოლო ვაზნა.
მოქალაქე, რომელიც იარაღას ნებაყოფლობით ჩააბარებს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე