ახალი მოდერნიზებული ვაგონები ექსპლუატაციაში შევიდა

საქართველო, თბილისი - 11:44 | 03.06.2016
ნანახია: 1448

დღეიდან თბილისის მეტროს სავაგონე პარკს შეემტა მოდერნიზებული ვაგონების (4 ვაგონი) ახალი შემადგენლობა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული შემადგენლობა ყოველდღიურად მოემსახურება მგზავრებს და უფრო მეტად კომფორტულს და უსაფრთხოს გახდის თბილისის მეტროთი მგზავრობას.

,,ვაგონების მოდერნიზაცია მოიცავს, როგორც კაპიტალური შეკეთების მოცულობით გათვალისწინებულ სამუშაოებს, ასევე თანამედროვე სისტემების ინსტალაციებს, მთლიანად შეიცვალა ვაგონის ინტერიერი, ექსტერიერს მიეცა თანამედროვე სახე, ძველი სანათები ახლი შუქდიოდური სანათებით ჩანაცვლდა, მემანქანის კაბინა აღიჭურვა თანამედროვე ტიპის მართვის პულტით. ასევე უსაფრთხოების გაზრდის მიზნით აღნიშნული შემადგენლობა აღიჭურვა - მემანქანის ბაქნის საკონტროლო კამერებით შემადგენლობის ორივე მხრიდან, თითოეულ ვაგონში დამონტაჟდა ორი შიდა დაკვირვების კამერა და ოთხი მონიტორი. თბილისის მეტროს სავაგონე პარკის განახლება და მოდერნიზება მომავალშიც გაგრძელდება, კერძოდ 2016 წელს დაგეგმილია კიდე 8 ვაგონის რემონტი. აღნიშნული პროექტის მიზანია მგზავრებისთვის უფრო კომფორტული და უსაფრთხო სერვისის შეთავაზება და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით თბილისის მეტროს თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოება”, - აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე