ტრამპი ჰილარი კლინტონს დაპატიმრებით დაემუქრა

საქართველო, თბილისი - 10:17 | 03.06.2016
ნანახია: 2382

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი კონკურენტი დემოკრატიული პარტიიდან - ჰილარი კლინტონი ციხეში უნდა ჩაჯდეს.

როგორც გამოცემა The Hill-ი წერს, ტრამპმა კლინტონის სახელმწიფო მდივნის პოსტზე მუშაობისას საიდუმლო მიმოწერასთან დაკავშირებული სკანდალი გაიხსენა. მისი თქმით, ეს სკანდალი ცხდაყოფს, რომ კლინტონი დამნაშავეა.

”იცით, რატომ დაუჭირა მან ობამას მხარი ირანთან ბირთვულ გარიგებაში? მას უბრალოდ არ სურს ციხეში მოხვდეს თავისი წერილების გამო,”- განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ კლინტონის მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში ამერიკის სირცხვილია. ” ის რომ მოქმედი ხელისუფლება მას უფლებას აძლევს მიიღოს მონაწილეობა ამ მარათონში აშშ-სთვის და ჩვენი ერისთვის დიდი სირცხვილია”,- განაცხადა მილიარდერმა.

სკანდალი გამწვავდა, როდესაც გაირკვა, რომ კლინტონი 2009-2013 წლებში აწარმოებდა სამსახურეობრივ და კერძო მიმოწერას თავისი პირადი სერვერით. ექსპერტების აზრით, ამით ის იცავდა თავის მიმოწერას სახელმწიფო სამსახურების შემოწმებისაგან, რაც საჯარო მოხელეებს ეკრძალებათ.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე