MDF მაესტროს მენეჯმენტის მიერ ჟურნალისტთა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას შემაშფოთებლად მიიჩნევს

საქართველო, თბილისი - 18:48 | 02.06.2016
ნანახია: 1522

მედიის განვითარების ფონდი (MDF) შემაშფოთებლად მიიჩნევს მაესტროს გენერალური დირექტორის ზურაბ ნაყუერის გადაწყვეტილებას, გადაცემების "საქმიანი დილა" და "ბიზნესკონტაქტის" პროდიუსერისა და ჟურნალისტებისთვის შრომითი კონტრაქტის შეჩერების თაობაზე, რისი მიზეზიც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, მათი გადაცემა "არჩევანში" მონაწილეობა გახდა.
2 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "მაესტროს გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, "ბიზნესკონტაქტის" თანამშრომლების თამუნა ქემერტელიძეის, თელარა გელანტიას, ელენე კვანჭილაშვილისა და ბექა ბაციკაძის რუსთავი 2-ის გადაცემა "არჩევანში" მონაწილეობის ფაქტზე სამსახურებრივი მოკვლევა ჩატარდება, მოკვლევის დასრულებამდე კი მათ შრომითი კონტრაქტები შეუჩერდებათ.
ვთვლით, რომ მაესტროს მენეჯმენტის ეს გადაწყვეტილება გამოხატვის თავისუფლების დაუსაბუთებელ შეზღუდვას წარმოადგენს, მით უფრო, როცა საქმე კოლეგების მიმართ ჟურნალისტური სოლიდარობის გამოხატვას ეხება. მომხდარი ადასტურებს, რომ საქართველოში ჟურნალისტთა პროფესიული უფლებრივი მდგომარეობა საკმაოდ მყიფეა, რაც მათ მფლობელების წინაშე პრაქტიკულად დაუცველად აქცევს. 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე