"ნაციონალური მოძრაობა" კორცხელის ინციდენტის დამკვეთის დასჯას მოითხოვს

საქართველო, თბილისი - 12:41 | 02.06.2016
ნანახია: 1298

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კორცხელის ინციდენტის დამკვეთის დასჯას მოითხოვს.

როგორც პარტიის წარმომადგენელმა ოთარ კახიძემ განაცხადა, გამოძიება სრულყოფილი ვერ იქნება, სანამ დამკვეთი არ გამოვლინდება და დაისჯება.

„ჩვენ საზოგადოებას უკე მივაწოდეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მოძალადეთა ეს ჯგუფი, რომელმაც წინასწარ დაგეგმა ენმ-ს ლიდერებზე თავდასხმა კორცხლში,  წინასწარ მომზადებულები არიან. ჯგუფი, რომელიც ვიცე-პრემიერ კალაძის ხელმძღვანელობით სწორედ ამგვარი საქმეებისთვის ემზადებიან. ამიტომ გამოძიება ვერასდროს იქნება სრულყოფილი სანამა არ დაკითხავენ ვიცე-პრემიერ კალაძეს და ვისი დაკვეთით მოქმედებენ ისინი.“

შერჩევით სამართალზე ამახვილებს ყურადღებას თენგო გუნავა და აღნიშნავს, რომ მაშინ, როცა 3 ახალგაზრდა ბიჭი დეპუტატის პიჯაკის დაზიანების მცდელობის გამო 3 თვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა, დღეს აბსოლუტურად სხვა სტანდარტებს ვხედავთ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე