სომალის სასტუმროში მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 11:15 | 02.06.2016
ნანახია: 1417

სომალის დედაქალაქის  -მოგადიშოს სასტუმროზე შეიარაღებულ თავდასხმას 16 ადამიანი ემსხვერპლა, 55 კი დაიჭრა.

სააგენტო ”როიტერის” ინფორმაციით, დაღუპულთაგან უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა.

გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმრო ”ამბასადაროთან” ტერორისტებმა ბომბი ააფეთქეს, შემდეგ კი სასტუმროში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება ”ალ-შაბაბმა” აიღო.

”ალ-შაბაბი” სომალის ტერიტორიაზე 2004 წლიდან მოქმედებს. 2008 წლის შემდეგ ტერორისტები რეგულარულად აწყობენ ტერაქტებს. ამისთვის თვითმკვლელებსა და დანაღმულ ავტომობილებს იყენებენ. დაჯგუფებას რადიკალური მოძრაობა ”ალ-ქაიდა” აფინანსებს.







არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე